აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი 14 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა უკრაინაში რუსეთის ომის დამთავრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მიზნით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და რუსეთსა და უკრაინაში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კით კელოგი.
ვენსმა თქვა, რომ მან უკრაინულ მხარესთან განიხილა „არაერთი საკითხი, რომლებზეც უნდა იმუშაონ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი მიზანია „ომის დასრულება“.
„ჩვენ გვინდა მკვლელობების შეჩერება, მაგრამ ჩვენ გვინდა მივაღწიოთ ხანგრძლივ, გრძელვადიან მშვიდობას და არა მშვიდობას, რომელიც რამდენიმე წელიწადში კონფლიქტამდე მიგვიყვანს აღმოსავლეთ ევროპაში“, - განცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ უახლოეს დღეებში, კვირებსა და თვეებში კიევსა და ვაშინგტონს შორის კიდევ ასეთი არაერთი საუბარი შედგება.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის და დაადასტურა სურვილი „შეაჩეროს პუტინი და დაასრულოს ომი“.
”ჩვენ ნამდვილად გვინდა ეს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების რეალური გარანტიები და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს შეხვედრებს და ჩვენს მუშაობას და მოხარული ვიქნებით, რომ ვიხილოთ გენერალი კელოგი [ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში] უკრაინაში”, - დასძინა მან.