“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი დეკლარაციის არ შევსებისთვის დააჯარიმეს.”
პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით - “დღეს მივიღე ფოსტით წერილი 1000-ლარიან ჯარიმასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც დავასაბუთეთ რატომ არ ვავსებდით
ამ დეკლარაციას, იქვე მივუთითეთ, რომ დაწერილი გვაქვს განცხადება, იმ ეტაპისთვის არ იყო დაკმაყოფილებული ჩვენი უფლებამოსილების შეწყვეტა და თავს არ მივიჩნევთ დეპუტატებად, პრაქტიკულად არ ვახორციელებთ ამ უფლებამოსილებას და არ უნდა გვევალებოდეს დეკლარაციის შევსება და მაინც ჯარიმა მოვიდა. ახლა ამას სასამართლოში გავასაჩივრებთ და რაიმე საღი აზრი სასამართლო მართლმსაჯულების შიგნით თუ არსებობს, ადამიანებს
, რომლებიც უკვე აღარ ვართ პარლამენტის წევრები, მაინც გვავალდებულებენ ამ დეკლარაციის შევსებას, თუ არადა გვაჯარიმებენ, ასე რომ თუ სასამართლო სისტემას კონკრეტული დავალება არ მისცეს, იმედი მაქვს, რომ გასაჩივრების შემთხვევაში საღი აზრი გაიმარჯვებს.” - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა