კიევის სოლომენსკის რაიონში დრონის ნამსხვრევები, 25-სართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და 8-სართულიან საოფისე შენობას დაეცა.
ამის შესახებ უკრაინული მედია კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
მისი ინფორმაციით, ნამსხვრევები 25-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს და 8-სართულიან საოფისე შენობას დაეცა.
ორივე ლოკაციაზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
დაახლოებით 14:00 საათზე კიევში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 14:00 საათის შემდეგ კიევის მიმართულებით რაკეტის მოძრაობა დაფიქსირდა.
ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო კიევში მეტროს მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერდა. უკრაინის დედაქალაქში ასევე შეიქმნა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემები.