15 თებერვლის ღამეს რუსეთის ოთხ რეგიონზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ 40 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
უწყების ცნობით, ვოლგოგრადის ოლქში 17 უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, კალუგის ოლქში 12, როსტოვის ოლქში 9 და სარატოვის ოლქში ორი.
კალუგისა და ვოლგოგრადის რეგიონებში, ხანძარი გაჩნდა ინდუსტრიულ ზონებში, რაც რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნას მოჰყვა.
შაბათს დილით „როსავიაციამ“ რუსეთის შვიდ ქალაქში, მათ შორის აღნიშნული სამი ოლქის აეროპორტების მუშაობაზე დროებითი შეზღუდვები შემოიღო.
ამასთან, ვოლგოგრადის რეგიონის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად ნამსხვრევები ჩაცვივდა ვოლგოგრადის სამხრეთით მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე. ოფიციალური ცნობებით, ერთი ადამიანი დაშავდა.