„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ მიუნხენში, FES-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„FES-ის ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკური კრიზისი და მისი გავლენა უსაფრთხოებაზე. საქართველო დგას გზაჯვარედინზე - დემოკრატია, თუ გაღრმავებული ავტორიტარიზმი. დისკუსიაზე ხაზი გაესვა ევროპის უსაფრთხოების რისკებს, თუკი საქართველო კიდევ უფრო მოექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ“,- აცხადებს გიორგი გახარია.