გარემოს ეროვნული სააგენტო 11-13 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
11-12 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და უნალექო მინდი. ღამის საათებში დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. 13 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება, მთაში მოთოვს.
თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით – -1,-3, დღისით კი +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 11-12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა ღამით – 0, +2, დღისით კი +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 11-12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა ღამით – 0,-2, დღისით კი +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 11-12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა ღამით – -6,-8, დღისით კი +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 11-12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა ღამით – -12,-14, დღისით კი +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 11-12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა ღამით – -6,-8, დღისით კი +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით – -4, -6, დღისით კი +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 11-12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა ღამით – -10,-12, დღისით კი +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 11-12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა ღამით – -15,-17, დღისით კი -2, -4 გრადუსი დაფიქსირდება.