საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, განსაკუთრებით უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველომ აღმასვლა დაიწყო.
,,მრავალი წელია და განსაკუთრებით ბოლო ორი წელია, საქართველომ აღმასვლა დაიწყო, მშენებლობები იზრდება, ინფრასტრუქტურა ვითარდება. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთან მიმართებაში სავაჭრო გაცვლები პროგრესულად ვითარდება, საფრანგეთის სავაჭრო ბრუნვის ციფრმა დაგეგმილს 56% გადააჭარბა. საქართველოსთან ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები 2012 წელთან შედარებით გაიზარდა. გაიზარდა ქართული იმპორტის რაოდენობაც, ამას მოწმობს, რომ ურთიერთდინამიკა საკმაოდ მაღალია. როცა ვუყურებ ამ ციფრებს, ამ პროგრესს, უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ ერთად ბევრი გვაქვს გასაკეთებელი", _ განაცხადა ოლანდმა.