ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატებმა მზია ამაღლობელის საქმეზე, მოწმის სახით, ირაკლი კობახიძის გამოკითხვა მოითხოვეს.
საუბარია ირაკლი კობახიძის მიერ „რუსთავი 2″-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც კობახიძემ თქვა, რომ "მზია ამაღლობელი კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, მისი დავალება კი პოლიციის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა იყო".
ბრალდების მხარე დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა, პროკურორის განცხადებით, ირაკლი კობახიძის მხრიდან, სახეზე იყო პოლიტიკური შეფასება. მოსამართლე ნინო სახელაშვილის განცხადებით, შუამდგომლობაზე მომდევნო სასამართლო სხდომაზე იმსჯელებენ.
მზია ამაღლობელის საქმეზე დღეს აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე გამოიკითხებიან.