"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერს, ნიკა მელიას საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბრალი წარუდგინეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკა მელია პროკურატურაში იმყოფებოდა. უწყება მან ცოტა ხნის წინ დატოვა.
მელიას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ე.წ. ხელისუფლება რასაც სჩადის, ყველაფერი არის უკანონო.
"რეპრესიული ნაბიჯების გადადგმის ინტენსივობა რაც უფრო გაიზრდება ივანიშვილის მხრიდან, მით უფრო ახლოს იქნება ქართველი ხალხი ცვლილებებთან და არა უბრალოდ გამარჯვებასთან და ივანიშვილის დამარცხებასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ცვლილებები უკეთესობისკენ, რომელიც გარდაუვალია. კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საუბარს აზრი არ აქვს. ბოლო წლების განმავლობაში ე.წ. ხელისუფლება რასაც სჩადის, ყველაფერი არის უკანონო. ყველა იმ ადამიანის, რომელიც ჩაერთო ამ რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში, გზები გადის დროდადრო ე.წ. პროკურატურაზე, ე.წ. სასამართლოზე, ციხის საკნებზე. მჯერა, რომ საზოგადოება გაიმარჯვებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში", - განაცხადა მელიამ.