რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ დღეებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.
ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 მაისს ღამის 00:00 საათზე დაიწყება და 11 მაისს 00:00-მდე გაგრძელდება.
„ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, გამარჯვების 80-ე წლისთავის აღსანიშნავ დღეებში - 7-8 მაისის შუაღამედან 10-11 მაისის შუაღამემდე - რუსული მხარე აცხადებს ცეცხლის შეწყვეტას. ამ პერიოდში ყველა სამხედრო მოქმედება შეწყდება.“ - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
ამასთან, კრემლში ადასტურებენ მზადყოფნას, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე გამართონ.