პროკრედიტ ბანკი აგრძელებს წლის ბოლომდე დაგეგმილი ფილიალების განახლებას და ამჯერად წერეთლის სერვის ცენტრს ა. წერეთლის გამზირზე 73ბ-ში ხსნის.
ძველი დიდუბის ფილიალი 2003 წლიდან 5,000-მდე მომხმარებელს ემსახურებოდა. წერეთლის ფილიალი კი 3,500-მდე კლიენტს. ახალი ორსართულიანი შენობა, რომელიც ამ ორ ფილიალს აერთიანებს უფრო მეტი კლიენტის მომსახურების საშუალებას იძლევა.
პირველ სართულზე საოპერაციო განყოფილებაა განთავსებული, სადაც მომხმარებელი ყველა მომსახურებას ერთ წერტილში მიიღებს, მეორე სართული კი საკრედიტო განყოფილებას ეთმობა. ახალი კონცეფციით გარემონტებულ ფილიალში განთავსებულია თვითმომსახურების ზონა, სადაც კლიენტებს კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში შეეძლებათ ისარგებლონ დისტანციური არხებით და დამოუკიდებლად განახორციელონ გარკვეული საბანკო ოპერაციები.
განახლებული წერეთლის სერვის ცენტრი მომხმარებელს შემდეგი გრაფიკით მოემსახურება: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:30-19:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10:00-14:00 სააათამდე.
"ახალი დიზაინის თანახმად, ფილიალის მეორე სართული სრულად ეთმობა საკრედიტო განყოფილებას. შესაბამისად, ბიზნეს კლიენტთა მრჩევლებს საშუალება აქვთ მშვიდ გარემოში დაამუშავონ და განიხილონ შემოსული საკრედიტო განაცხადები. ახალი კონცეფციით გარემონტებული შეხვედრის ოთახები კი კლიენტებთან საქმიანი შეხვედრების მყუდრო სივრცეში წარმართვას შეუწყობს ხელს", - აცხადებს წერეთლის სერვის ცენტრის უფროსი ირმა გორდაძე.
"თანამედროვე დიზაინითა და უახლესი სტანდარტებით მოწყობილი სერვის ცენტრი ყოველდღიურად უფრო მეტი კლიენტის მომსახურების საშუალებას მოგვცემს. დახვეწილი ინტერიერი კი შესაძლებელს გახდის კლიენტებმა სასურველი საბანკო მომსახურება კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში მიიღონ", - აცხადებს წერეთლის სერვის პუნქტის კოორდინატორი, ანა თოთლაძე.
წლის ბოლომდე ახალი კონცეფციით განახლებული კიდევ ორი ფილიალი გაიხსნება, დარჩენილი ფილიალების განახლება კი 2014 წელს გაგრძელდება.