ავიაკომპანია "Georgian Airways"-ი („აირზენა") თბილისი-სოჭის მიმართულებით ავიარეისების დაწყებას გეგმავს. პირველი რეისი საქართველოს დედაქალაქიდან, 2014 წლის ოლიმპიურ ქალაქს შორის 4 თებერვალს შესრულდება.
სოჭი-თბილისს შორის ავიარეისების განახლება სოჭის ოლიმპადას უკავშირდება, თუმცა ოლიმპადის დასრულების შემდეგ, ავიამპანია რეისების შეწყვეტას არ გეგმავს და "Georgian Airways"-ი სოჭის მიმართულებით დაახლოებით მაისამდე იფრენს.
უკვე ცნობილია, რომ რეისები სამშაბათობით და ხუთშაბათობით შესრულდება. უკვე გაწერილი განრიგის თანახმად, რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 10:00 საათზე შესრულდება, ხოლო სოჭიდან იმავე დღეს 12:00 საათზე. ფრენის ხანგრძლივობა კი 1 საათია.
ბილეთის ღირებულება, ერთი გზა 159 ევროდან იწყება.