ახალი კომბინაციის, * 111# , გამოყენებით, საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინის მომხმარებელს , საშუალება ექნება მიიღოს თითქმის ყველა ის ინფორმაცია და მომსახურება ავტომატურ რეჟიმში, რომელსაც აქამდე ქოლცენტრის, აბონენტთა მომსახურების ცენტრების და ბილაინის საიტის მეშვეობით იღებდა.
* 111# 8 განყოფილებიანი გამარტივებული მენიუს გამოყენებით, მომხმარებელი უსწრაფესად მიიღებს ინფორმაციას სატარიფო გეგმების, ანგარიშზე არსებული თანხის, ბილაინ კრედიტის და სხვა სერვისების შესახებ.
გარდა ამისა, აბონენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიაქტიურონ მათთვის სასურველი ტარიფები, საერთაშორისო მომსახურებები და MIX პაკეტები.
"ბილაინის აბონენტთა ბაზა დინამიურად იზრდება, აქტიური აბონენტების რიცხვმა უკვე ერთ მილიონს გადააჭარბა, შესაბამისად, ჩვენი ძირითადი მიზანია, მომხმარებლისთვის უფრო და უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი სერვისებით სარგებლობა. ამ ფაქტიდან გამომდინარე, ვცდილობთ, რომ მომხმარებლის მოთხოვნებზე ორინეტირებული მომსახურების პარალელურად დავნერგოთ ისეთი სერვისები, რომლებიც მათ დაეხმარებათ, დროის უსწრაფეს მონაკვეთში მარტივად გაარკვიონ და ამოირჩიონ სასურველი შეთავაზებები და სატარიფო გეგმები. " - განაცხადა „ბილაინის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა.