"ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელს თბილისში, კიდევ ერთი ახალი მაღაზია დაემატა. დღეს, 6 დეკემბერს ალექსანდრე ყაზბეგისა და ქავთარაძის ქუჩების კვეთაზე, „გუდვილის" წინ, "ელიტ ელექტრონიქსის" ახალი მაღაზია გაიხსნა. კომპანია ამ ფაქტთან დაკავშირებით მომხმარებლებს 40%-მდე ფასდაკლებას და უამრავ სიახლეს სთავაზობს.
როგორც „ელიტ ელექტრონიქსის" PR მენეჯერი ნოკა ბაინდურაშვილი განმარტავს, მაღაზია მოიცავს 1000 კვადრატულ მეტრს, სადაც წარმოდგენილია "ელიტ ელექტრონიქსის" ექსკლუზიური ბრენდების ათასზე მეტი დასახელების საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ასევე მოცემულ მაღაზიაში იმოქმედებს ყველა ის აქცია, რომლიც მიმდინარეობს კომპანიის მთელ ქსელში, 0%-იანი განვადებების ჩათვლით.
გარდა ახალი მაღაზიის გახსნისა "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს უკვე საახალწლო აქციებს სთავაზობს, კომპანია არ ცვლის ტრადიციას და როგორც ყოველთვის წელსაც მეტად ორიგინალურ და კრეატიულ აქციებს გვთავაზობს.
„ნებისმიერი ბრენდის მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისას მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა იმავე ბრენდის წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ელიტ ელექტრონიქსი" საუკეთესო ფასად სთავაზობს მომხმარებელს „გორენიეს" 7 კილოგრამიან სარეცხის მანქანას. „ბოშის" ქვედასაყინულიან მაცივარსა და გაზქურას. ასევე „ფილიფსის" 1 მეტრი დიაგონალის, ლედ ტელევიზორი შეგიძლიათ შეიძინოთ მხოლოდ 780 ლარად.
„ელიტ ელექტრონიქსი" დღეისათვის ტექნიკის ბაზარზე ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელითაა წარმოდგენილი. კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 38 მაღაზიას ფლობს. „ელიტ ელექტრონიქსის" ქსელში ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომლებიც მუდმივად გადიან გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს"- განმარტავს ნოკა ბაინდურაშვილი.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ელიტ ელექტრონიქსი" საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 17 წელია ფუნქციონირებს და მისი მიზანია მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია თითოეულ ოჯახს. „ელიტ ელექტრონიქსი" გამოირჩევა საუკეთესო მომსახურებითა და ტექნიკის ფართო ასორტიმენტით. საუკეთესო ფასები, ფართო და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გაყიდვის შემდგომი მომსახურების მაღალი დონე და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან, ყოველივე ეს განაპირობებს „ელიტ ელექტრონიქსის" დღევანდელ სახელსა და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.
„ელიტ ელექტრონიქსი" წლის ბოლომდე მომხმარებელს კიდევ უამრავ სიახლეს და ასევე თბილისში კიდევ ერთი ახალი მაღაზიის გახსნას პირდება.