5 დეკემბერს, ფინანსთა მინისტრთანარსებული მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.ეკონომიკური სფეროს ექსპერტები "საქართველოს 2014წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოსკანონის პროექტს გაეცნენ, რომელიც პარლამენტში დასამტკიცებლად მთავრობამ შეიტანა. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ პროექტში უკვე ასახულია საპარლამენტო კომიტეტების მიერ გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები.
შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა 2014 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე, რამდენად რეალისტურია ის გათვლები, რომელიც ჩადებულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში. საუბარი შეეხო, მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის დაგეგმილ მაჩვენებელს, შიდა ბაზარზე 600 მლნ ლარის აღების არგუმენტაციას და მისი გადანაწილების მექანიზმებს, საგადასახადო შემოსავლების ზრდის ტენდენციას და სხვა.
ფინანსთა მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ ყველა პარამეტრზე, მათ შორის, კიდევ ერთხელ განმარტა სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული საკითხები.
„მომავალ წელს საქართველო გაისტუმრებს უფრო მეტ ვალს, ვიდრე იღებს. ჩვენ გვიწევს სერიოზული თანხების გაწევა ბოლო ორი წლის განმავლობაში 2013-2014 წლებში საქართველოს უწევს მილიარდ 600 მილიონი ლარის გადახდა. რაც შეეხება შიდა ბაზარზე 200 მილიონი ლარის აღებას, ჩვენ მას მოვახმართ ქართული ბიზნესის განვითარებას, ბიზნესის განვითარებისთვის ბანკების შესაძლებლობების ზრდას," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„200 მლნ ლარი საბანკო სექტორს მისცემს საშუალებას აქტიურად წავიდნენ ბიზნესის გრძელვადიანი პერიოდით დაფინანსებაზე და სწორედ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მოტივაცია, რათა ეკონომიკა განვითარდეს," - განაცხადა მრჩეველთა საბჭოს წევრმა ემზარ ჯგერენაიამ.
„განვიხილეთ ის მექანიზმები, როგორ უნდა მოხდეს 200 მლნ ლარის განთავსება ბანკებში, ასევე ვისაუბრეთ რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ თანხა შეიძლება დიდი არ არის, მაგრამ დასაწყისისთვის ეს წამოწყება საინტერესოა და შევთანხმდით, რომ მომავალი წლის დასაწყისში მის პირველ შედეგებზე ვისაუბროთ," - განაცხადა მრჩეველთა საბჭოს წევრმა მერაბ კაკულიამ.
„ამ გადასახედიდან, რა ტენდენციაც ფიქსირდება ეკონომიკაში, გათვლები არის ოპტიმალური. 5%-იანი ეკონომიკური ზრდა მომავალ წელს მიღწევადია, გააჩნია როგორ განვითარდება საინვესტიციო ასევე სამომხმარებლო აქტივობა და ზოგადად, რა ტენდენციები იქნება მომავალი წლის თუნდაც პირველ კვარტალში," - განაცხადა მრჩეველთა საბჭოს წევრმა ირაკლი ლექვინაძემ.
„ფინანსთა სამინისტრომ გაგვაცნო თავისი არგუმენტაცია. ვფიქრობ, რომ მომავალი წელი იმ მონაცემების მიხედვით, რაც მოვისმინეთ და იმ დამატებითი განმარტებებით, რაც ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა, იძლევა ოპტიმიზმის საშუალებას. 2014 წლის პირველი კვარტლის შედეგები გვაჩვენებს ტენდენციას," - განაცხადა მრჩეველთა საბჭოს წევრმა ლევან ალაფიშვილმა.
ექსპერტების მხრიდან გამოითქვა წინადადებები და შენიშვნები, თუ რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სრულყოფის მიმართულებით