საქართველოს მთავრობა რამდენიმე კომპანიასთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე იმსჯელებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განმარტა საუბარია 82 კომპანიაზე.
,,დღის წესრიგში გვაქვს საგადასახადო შეთანხმების გაფორმება, პრინციპი ძველია, ყველას ვისაც აქვს შესაძლებლობა მუშაობა გააგრძელოს და ის ვინც მზად არის გადაიხადოს ძირითადი დავალიანება სანქცია-საურავების ნაწილში გარკვეულ შეღავეთებს ვუწევთ", _განაცხადა ხადურმა.
აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს მთავრობის სხდომაზე ანალოგიური საკითები ხშირად გამოქვს რაც დავალიანების მქონე კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების გაწევას გულისხმობს.