3 დეკემბერს, ბროიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს სგარეო საქმეთ მინისტრი მაია ფანჯიკიძე იტალიელ კოლეგას, ემა ბონინოს შეხვდა.
მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შემდგომი პერსპექტივები; ხაზი გაესვა ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის კონტექსტში ასოცირების შესახებ შეთანხმების ინიცირებას, მომავალში მის ხელმოწერას და ამ თვალსაზრისით, ახალი შესაძლებლობების გამოჩენას სავაჭრო ურთიერთობების განვითარების შემდგომი გაღრმავების პროცესში.