საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შალვა როსტიაშვილს თავს დაესხნენ. შემთხვევა ნაძალადევის მეტროსადგურში მოხდა. პოლიციელი ფეხში დანითაა დაჭრილი.
დანაშაულში ეჭვმიტანილი ინციდენტის შემდეგ მატარებელში ჩაჯდა და მიიმალა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს.