2013 წლის ნოემბერში 2012 წლის ნოემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,6 პროცენტი შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 8,6 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,45 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე (13,8 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა 3,4 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში შეადგინა 0,29 პროცენტი. ფასები გაიზარდა საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთებზე (7,3 პროცენტი), საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (3,9 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში შემავალ საქონელზე (მომსახურებაზე) ფასები შემცირდა 3,2 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,42 პროცენტული პუნქტი წვლილი შეიტანა. აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-10,8 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3,4 პროცენტი).