თბილისის მერი ახალი სასტუმროს გახსნას დაესწრო. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო გაიხსნა. 17 ნომრიანი, ბუტიკის ტიპის სასტუმრო ძველი თბილისის არქიტექტურას შეესაბამება და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
სასტუმროში 15 ადამიანია დასაქმებული, რომლებმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარეს.
დედაქალაქის ისტორიულ უბანში არსებული სატუმროს სერვისი გათვლილია, როგორც უცხოელ ტურისტებზე, ასევე მაღალი რანგის სტუმრებზე.
„ოლდ ტიფლისი" ქართულ-ყაზახური კომპანიის „ტიფლის დეველოპმენტის" მორიგი სამშენებლო ინვესტიციაა, რომელსაც ინვესტორი თბილისში ახორციელებს. ახლადგახსნილი სასტუმრო დღეს, თბილისის მერმა დაათვალიერა და მომსახურების ხარისხს ადგილზე გაეცნო.