ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიუჯეტიდან მომავალ წელს 9 მილიარდ 80 მილიონი ლარი დახარჯება. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ხადურმა განაცხადა, მომავალ წელს იზრდება განათლების, ჯანდაცვის სამინისტროების დაფინანსება.
"ბიუჯეტი გათვლილია მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იან ზრდასა და 3,5%-იან დეფლატორზე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 29 342 მილიონი იქნება. ამასთან, საერთო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები დაგეგმილია 7 230 მილიოინი ლარის პარამეტრებით. ბიუჯეტის დეფიციტი კი 3,9% იქნება. ერთი სიტყვით, მომავალ წელს ბიუჯეტი 9 მილიარდ 80 მილიონ ლარს დახარჯავს ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.