საქართველოში ვიზიტად მყოფმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ შემაჯამებელი შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან გამართა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას მარკ გრიფიტსი ხელმძღვანელობს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა მიმდინარე და საპროგნოზო მაკრო-ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს. ფონდის მისია ძირითადად ფოკუსირებულია სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებზე. პროგრამის შეფასების მისია კი საქართველოს მომავალი წლის დასაწყისში ეწვევა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია თბილისში 13 ნოემბერს ჩამოვიდა, რომლის შემადგენლობაში არიან - მისიის ხელმძღვანელი მარკ გრიფიტსი, ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში აზიმ სადიკოვი დასავალუტო ფონდის ეკონომისტები ედუარდ მარტინი, გოისტა ლუნგმანი დაკრისტინა კოლერასი.
ფონდის მისიამ შეხვედრები უკვე გამართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილთან და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ ნოდარ ხადურთან.