დღეს, საქართველოს ეროვნულ ბანკს საფრანგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია ეწვია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ საფრანგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან ანტუან ბარდონთან შეხვედრაზე ქვეყნის მაკრო-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. გიორგი ქადაგიძემ, სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, მონეტარულ პოლიტიკასა და სფინანსო სექტორის ზედამხედველობაზე. შეხვედრაზე გიორგი ქადაგიძე სტუმრებს ეროვნული ბანკის მიერ ლარიზაციის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შესახებაც ესაუბრა. შეხვედრას ეროვნულ ბანკში ესწრებოდნენ საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი და ბანკი „რესპუბლიკას", ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალის" გენერალური დირექტორი კრისტიან კარმანიოლი.