ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროატლანტიკური ბიუროს დირექტორს ლუიშ ფონსეკა დე ალმეიდას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში გატარებული სამოქალაქო ავიაციის რეფორმის შედეგები და შემდგომი ნაბიჯები. ლუიშ ფონსეკა დე ალმეიდამ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მიერ აღებული საავიაციო ბაზრის ლიბერალიზაციის კურსისა და ბოლო წლებში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ. ICAO-ს ევროატლანტიკური ბიუროს დირექტორმა დადებითად შეაფასა ქვეყანაში ძლიერი საავიაციო ხელისუფლების არსებობა, რომელიც მსოფლიო საავიაციო საზოგადოებისათვის უსაფრთხო საავიაციო სისტემის გარანტს წარმოადგენს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლუიშ ფონსეკა დე ალმეიდა ასევე შეხვდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას და დაესწრო შპს „საქაერონავიგაციის" ქუთაისის სანავიგაციო კოშკურის გახსნის ცერემონიალს დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.