უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს შენიშვნები ფინანსთა და გარემოს დაცვის მინისტრებთან აქვს. როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ სამინისტროებს შეეძლოთ ბევრად ეფექტურად ემუშავათ.
"დაწვრილებით ამ საკითხებზე დღეს კომიტეტის სხდომაზე ვისაუბრებ. რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას, მე პირადად ის მომწონს, რადგან იმ პროგრამის გაგრძელებაა რაც წინასაარჩევნოდ ჰქონდა ,,ქართულ ოცნებას,"-ამბობს საგანელიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
მასალის გამოყენების პირობები