TANAP-ის პროექტის განხორციელებაში უკრაინა 800 მლნ დოლარის ინვესტიციას ჩადებს, აღნიშნულის შესახებ განცხადება უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ედუარდ სტავიცკიმ გააკეთა. მინისტრის თქმით, ქვეყანამ პროექტის ინვესტირებაში მონაწილეობის შესახებ უკვე ღიად განაცხადა, საუბარია 800 მლნ დოლარის ინვესტირებაზე. პროექტის განხორციელებით უკრაინა გაზს უფრო იაფად მიიღებს, ვიდრე ქვეყანა გაზს ამ დროისათვის რუსეთიდან იღებს.
შეგახსენებთ, რომ TANAP-ის გაზსადენი სიგრძე 2 ათასი კმ იქნება და ის აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით გაზს თურქეთში, ხოლო თურქეთიდან კი ევროპაში გაატარებს.
როგორც ცნობილია, TANAP -ის მშენებლობა 2014 წელს უნდა დაიწყოს. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის პროექტის განხორციელებაზე შესაბამისი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია. პროექტის რეალიზაციისთვის საკანონმდებლო ბაზაც მოსაწესრიგებელია და რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. გაზსადენის მშენებლობა, პროექტის თანახმად, 2017-2018 წლებში უნდა დასრულდეს. საწყის ეტაპზე მილსადენით 16 მლრდ კუბ/მ ბუნებრივი აირის გატარებაა დაგეგმილი, ხოლო 2023 წლისთვის გაზსადენის გამტარუნარიანობა 23 მლრდ კუბ/მ-მდე უნდა გაიზარდოს. 2026 წლიდან კი გაზსადენმა, გეგმის მიხედვით წელიწადში 31 მლრდ კუბ/მ ბუნებრივი აირი უნდა გაატაროს.
TANAP-ი განკუთვნილია აზერბაიჯანული გაზის თურქეთში ტრანსპორტირებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ TANAP-ი Nabucco-ს ალერნატივადაა მიჩნეული.
მასალის გამოყენების პირობები