ეგვიპტის ტურისტული ვიზის მოსაკრებლის ზრდა 2014 წლიდან მოხდება. ეგვიპტის მთავრობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და 2014 წლის მაისიდან ეგვიპტეში ჩამსვლელი ტურისტებისათვის ვიზის მოსაკრებელი უკვე გაზრდილი იქნება.
ეგვიპტის მთავრობის ვიზის მოსაკრებლის ზრდას 2013 წლის 1-ელი ნოემბრიდან გეგმავდა, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მთავრობამ საკუთარი გადაწყვეტილება „გაყინა". შესაბამისად მაისიდან ეგვიპტეში ჩასვლის მსურველთათვის, სავიზო მოსაკრებელი 15-დან 25 დოლარამდე გაიზრდება.