10-11 დეკემბერს, ქალაქ ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ფორუმის ორგანიზატორები არიან უნგრეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტო (HITA), უნგრეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტო.
უნგრული მხრიდან აღნიშნულ ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან, როგორც უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლები ასევე კერძო კომპანიები შემდეგი სექტორებიდან: სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა, ენერგეტიკა - განახლებადი ენერგია, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, მშენებლობა და ინფრსატრუქტურა.
საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველად გამართულ სხდომაზე ქართული მხარის კომისიის ხელმძღვანელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბ-ნ მიხეილ ჯანელიძე. კომისიის წევრებს შორის არიან საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის და სხვადასხვა სამინისტროებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.