მსოფლიოში იზრდება ქოქოსის ინგრედიენტებით წარმოებული პროდუქტების მოცულობა. ექსპერტები აცხადებენ, რომ მოთხოვნა 5-ჯერ აღემატება ქოქოსების პლანტაციებზე მოყვანილ მოსავალს. ფარდობითობის განსაზღვრისათვის, ექსპერტები აცხადებენ, რომ ქოქოსის პლანტაციები მსოფლიოში ყოველწლიურად 2 %-ით იზრდება. "ფაოს" ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ ძველი პალმები ვერ იძლევიან შესაბამისი ოდენობის მოსავალს, რაც გარკვეულწილად განაპირობებს დეფიციტს.
აზია წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო ბაზრის 85 %-ს უზრუნველყოფს, რაც ძირითადა საკვებისა და კოსმეტიკის წარმოებისთვის გამოიყენება. რეგიონის ქვეყნებისთვის ქოქოსი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. ქოქოსის მოსავლის საერთო რაოდენობა 74 მლრდ ნაყოფს შეადგენს, საიდანაც 17 მლრდ ინდოეთზე და 15 მლრდ კი ინდონეზია ფილიპინებზე მოდის. პალმა მოსავალს 50-10 წლის განმავლობაში იძლევა თუმცა ყველაზე დი რაოდენობით ისნი პირველი 30 წლის განმავლობაში იძლევიან.
მასალის გამოყენების პირობები