ქვემო ფონიჭალაში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს ყოფილ სამართალდამცველს ავთანდილ ხარამოვს სცემეს. ინციდენტის შედეგად დაშავებული ხარამოვი სასწრაფო-სამდიცინო დახმარების ბრიგადებმა თბილისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიკოსების განცხადებით, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თავად ავთანდილ ხარამოვი მომხდარ ფაქტს პოლიტიკურ შურისძიებას უწოდებს და მიიჩნევს, რომ მას ფიზიკურად წარსულში მის მიერ დაკავეული დამნაშავეები გაუსწორდნენ.
"სახლში მივდიოდი, სამნი იყვნენ, ვიღაცამ უკნიდან დამიძახა შენ დროს დამიჭირესო, თქვენი დრო წავიდაო და "ნაციონალებს" შეურაცხყოფას აყენებდნენ. მითხრეს ყოფილი თანამშრომელი ხარო და დამარტყეს, რის შემდეგაც გონება დავკარგე,"- განაცხადა დაზარალებულმა.
ავთანდილ ხარამოვი "ნაციონალრი მოძრაობის" წევრმა დავით საყვარელიძემ მოინახულა და ხელისუფლებას მოქალაქეთა უსაფრთხოების მაქსმალურად დაცვისკენ მოუწოდა.
მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.