ხობის რაიონის სოფელ ხორგაში გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი სამართალდამცველები შემდგომი მკურნალობისთვის თბილისში გადმოიყვანეს.
ზუგდიდის საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, სპეცოპერაციისას ორმხრივი სროლის დროს დაშავეულბების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაჭრილები შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მოინახულა.
შეგახსენებთ, რომ ხობის რაიონის სოფელ ხორგაში გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დავით დემურია სასიკვდილოდ დაიჭრა, 4 სამართალდამცველს კი სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება.