ხობის რაიონის სოფელ ხორგაში შსს-ს სპეცოპერაციას ყაჩაღური დაჯგუფების ერთი წევრი თეიმურაზ ოკუჯავა ლიკვვიდირებულია. სპეოპერაციას ემსხვერპლა ერთი პოლიციელის დავით დემურიას სიცოცხლე. დაჭრილია 4 პოლიციელი. შსს ძებნილი პირის აყვანის ღონისძიებას ახორციელებდა, რასაც შეიარაღებული დაპირიპირება მოჰყვა. ეჭვმიტანილმა სამართალდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და ცეცხლი გაუხსნა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, დეტალები ზუსტდება და ინფორმაცია რამდენიმე ხანში გავრცელდება.