12 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, დროებითი სამთავრობო კომისიის წევრებთან ერთად გორის რაიონში ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების - ბერშუეთის, ზემო სობისის, ქვემო სობისის, ზეღდულეთის, კირბალის და ციცაგიანთკარის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ისინი ადგილზე ეცნობიან შექმნილ ვითარებას და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას შეისწავლიან.
აღნიშნული შეხვედრები ხაშურის და ქარელის რაიონის მოსახლეობასთან ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში 13 ოქტომბერს დასრულდება.