ოკუპირეული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე აფხაზეთის ე.წ. დევნილობაში მყოფი მთავრობის წარმომადგებლები მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ იღებენ. „ისინი სხედან და ისმენენ" - აცხადებს ჩირიკბა და აღნიშნავს, რომ ეს ადამიანები ჩინეთის იმპერატორებსაც რომ უწოდებდნენ საკუთარ თავის ისინი აფხაზური დელეგაციისათვის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს წარმომადგენლები არიან და სხვა არაფერი.
ვიჩესლავ ჩირიკბა ასევე აღნიშნავს, რომ აფხაზურმა დელეგაციამ და პირადად მისმა ხელმძღვანელმა მოლპარაკებათა დასაწყისში განაცხადეს, რომ დისკუსიაში მონაწილე ყველა ქართველ მონაწილეს საქართველოს წარმომადგენლებად განიხილავენ, როგორც არ უნდა უწოდებდნენ თავად ისინი თავიან თავებს - დევნილობაში მყოფი არარსებული აფხაზეთის მთავრობის წევრებს თუ სხვა რამეს.
„ჩვენ ეს არ გვეხება, ეს მათი შიდა საქმეა, მათ შეუძლიათ საკუთარ თავს ჩინეთის იმპერატორები უწოდონ. ეს მათი პირადი საქმეა. ჩვენთვის ეს - საქართველოს დელეგაციაა და ისინი საქართველოს წარმოადგენენ და ამით ეს საკითხი ამოწურულია", _ აცხადებს ჩირიკბა
და აღნიშნავს, რომ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს აფხაზეთის დევნილობაში მყოფი მთავრობის წარმომადგებლებს უწოდებენ მოლაპარაკებებში 2008 წლიდან მონაწილეობენ.
„ჩვენ მაშინაც განვაცხადეთ და ახლაც ვაცხადებთ, რომ ისინი ჩვენთვის საქართველოს წარმომადგენლები არიან და არავითარი სხვა სრტუქტურის", _ აცხადებს ჩირიკბა.
ამას გარდა, ეს ადამიანები, საერთოდ არ იღებენ უშუალო მონაწილეობას მოლაპარაკებებში. ისინი სხედან იქ და ისმენენ. „ასე, რომ მე მიმაჩნია, რომ იქ ყოფნა იმ ადამიანების, რომლებიც თავიანთ თავს რაღაცას უწოდებენ ჩვენთვის პრობლემა არ არის", _ აცხადებს ჩირიკბა.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 16 ოქტომბერს გაიმართება.