საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიგა ბუკიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა შოთა მალაშხიამ მარტვილში პარტიის რაიონული ორგანზიაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პარტიის მხარდამჭერებს განუცხადა, რომ მარტვილში იარაღებით სავსე საცავები აქვთ, ამიტომ მათ არჩევნების არ ეშინიათ.
„მალაშხიამ პარტიულ აქტივთან განაცხადა, რომ მათ აქვთ იარაღით სავსე საცავი. ამიტომ მე მინდა მივმართო შესაბამის საგამოძიებო უწყებებს დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით. ვინც ეს ინფორმაცია მომაწოდა, ასევე დასძინა, რომ მას აქვს ამ ფრაზების აუდია ჩანაწერი,"- განაცხადა ბუკიამ.
მასალის გამოყენების პირობები