პროკურატურა გაცილებით დელიკატურად უნდა მოიქცეს, რადგან დაზარალებული ადამიანების ინტერესები არ დაზარალდეს, - განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ "ცენტრპოინტსა" და "დექსუსთან" დაკავშირებით განვითარებული მოვლენების კომენტირებისას.
"გამოძიებას წინ არაფერი უდგას, თუმცა მე მიმაჩნია, რომ პროკურატურა გაცილებით დელიკატურად უნდა მოიქცეს ამ საკითხში და ზოგადად ასეთ თემებში, პრიველ რიგში, მენაშენეების გამო კი არა, არამედ იმათ გამო, ვინც ბინებს ელოდება", - განაცხადა უგულევამ.
მისი თქმით, ასეთი მოქმედების შედეგად შეიძლება კომპანიამ მთლიანად შეწყვიტოს მოქმედება, ფუნქციონირება და ყველაფერი გამოძიებას დააბრალოს.
„ჩვენ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ჩვენ ვერ ვმუშაობთ და შესაბამისად, ვერ ვაკმაყოფლებთ ბინებით. ეს პერსპექტივა საკმაოდ რეალურია. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება ერთგვარად მივიღოთ დასჯილი მეპატრონეები და გადაგდებული ხალხი, ვინც ბინებს ელოდება", - განაცხადა გიგი უგულავამ და დასძინა, - „ პროკურატურის ქმედება არ უნდა გახდეს იმის საბაბი, რომ ეს ხალხი ისე უბინაოდ დარჩეს, როგორც ნაწილი იმ ხალხისა, როგორც აქამდე იყო. ეს არის ჩემი პოზიცია. დანარჩენს გამოძება ანახებს".
უგულავას თქმით, პრობლემები ბევრ კომპანიას ჰქონდა და აქვს, თუმცა არ უნდა მოხდეს ისე, რომ ჯაჭვური რეაქცია დაფიქსირდეს.
მასალის გამოყენების პირობები