ხულოს მაჟორიტარი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის, შესაძლო „ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი აფასებს. მისი განცხადებით, "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურს, რის გამოც ოპოზიციაზე ზეწოლა მიმდინარეობს:
"ძალიან კარგად ჩანს 1-ელი ოქტომბრის შემდეგ რა პროცესებს აქვს ადგილი. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მიმართულება არის ზეწოლა პოლიტიკურ ოპონენტებზე. იყო ადგილობრივ თვითმმართველობებზე ინტენსიური ზეწოლა, შემდეგ პარლამენტარებზე ზეწოლა, მათი მიზანი არის მიიღონ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ნებისმიერ ხერხს იყენებენ ამისთვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს, ეს ყველაფერი შემჩნეულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ და ძალიან სამწუხაროა, რომ საერთაშორისო საზოგადოებიდან ჩვენ გვაქვს უარყოფითი და ნეგატიური შეფასებები"- აღნიშნა მინაშვილმა.