საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები „ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებზე რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილზე ბრალის წაყენებას აფასებენ. დეპუტატ დავით დარჩიაშვილის განცხადებით ის იმედოვნებს, რომ მათ დაკავებაში პოლიტიკური ანგარიშსწორება არ იქნება.
"ძალიან მინდა ვიფიქრო და რომ წინა მოწვევის პარლამენტარი „ნაციონალური მოძრაობიდან" რუსუდან კერვალიშვილსა და მის დას მაია რჩეულიშვილს პროკურატურამ ბრალი პოლიტიკური ხაზით არ წაუყენა. გასაგებია კომპანია „ცენტრ პოინტს" ჩვენი ხელისუფლების დროსაც ჰქონდა გარკვეული პრობლემები და ამიტომ აუცილებელია ობიექტური გამოძიება," - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.