,,ბედუკაძის საქმე ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია", _განაცხადა ჟურნალისტებთან ,,პირველი რადიოს" პრესკლუბში სტუმრობისას სოსო რობაქიძემ.
მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთმა წარმომადგენელმა საერთო ენა გამოძებნა ახალი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან, რის გამოც სააკაშვილის გუნდის წევრებს ეშინიათ ახალი ლადო ბედუკაძის გამოჩენის.
„ეს სიტუაცია უკავშირდება იმას, რომ ამ ადამიანებს ეშინიათ ახალი ლადო ბედუკაძის გამოჩენის. ისინი ცდილობენ წინასწარ მოსპონ ყოველგვარი შესაძლებლობა რიგი დანაშაულების გამჟღვანდებისა. იმ ადამიანებში ვისაც სინდისის ქენჯნის გამო აქვთ სურვილი მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდონ პროკურატურას და საზოგადოებას თუ კი ყველა მათგანს ეცოდინება, რომ იგი კანონის მთელი სიმკაცრით დასჯილი იქნება მიუხედავად გაწეული თანამშრომლობისა უბრალოდ ხელს აიღებს განზრახვაზე ამხილოს რეჟიმი და კონკრეტული პირები. ამის ეშინიათ მათ ვინც ეს ქარიშხალი მოაწყო ჭიქაში. ეს იყო მთავარი პროკურატურისაგან მიცემული უდიდესი სტიმული მათთვის ვისაც მსგავსი დანაშაულის შესახებ აქვს კადრები და ინფორმაცია სწორედ ამ ადამიანების ალაპარაკების შიში აიძულებს ბევრს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ დაფარონ საკუთარი დანაშაული. მათ კარგად იმუშავეს და მოახერხეს პრემიერის შეცდომაში შეყვანა. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, სამომავლოდ არ მოხდეს იმ უმძიმესი დანაშაულების გახსნა, რომელსაც ამ 9 წლის მანძილზე ჰქონდა ადგილი",- განაცხადა რობაქიძემ