პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „ჯი-ეიჩ-ენთან" კოალიცია „ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის შანსებზე საუბრობს. უსუფაშვილის განცხადებით, ისინი არჩევნებში ოლიმპიური პრინციპით არ მონაწილეობენ და გამარჯვებაში დარწმუნებულებია რიან.
„ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ გავიმარჯვებთ, თუმცა არ გავიმარჯვებთ 95%-ით, რაც მხოლოდ მისასალმებელია. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, როცა კანდიდატები ბელადებივით იმარჯვებდნენ და ხმათა უმრავლესობას იღებდნენ,"- განაცხადა უსუფაშვილმა.
ჟურნალისტებთან შეხვედრისას ასევე „ჯი-ეიჩ-ენმა" ქვეყნის პირველ კანონმდებელს პრეზიდენტობის ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატის პაატა ბურჭულაძის შანსებზეც ჰკითხა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არც ერთ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს და ასევე დამოუკიდებელ კანდიდატს, გარდა მარგველაშვილისა გამარჯვების შანსი ნაკლები აქვს.