,,ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებით იურიდიული კონტექსტი უკან არის დაწეული", _განაცხადა ჟურნალისტებთან განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილების შეფასებისას.
"თავისთავად, ის, რაც მოხდა, უპრეცედენტო შემთხვევაა. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების მხრიდან ამ საკითხში ჩაღრმავება, პრობლემის სიღრმის გახსნა, ეს არის ის, რაც ამ ეტაპზე უნდა გავაკეთოთ. ამ ეტაპზე იურიდიული კონტექსტი ამ შემთხვევაში უკან არის დაწეული, აქ არის პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონტექსტი. ამ საკითხისა და ამ ტრაგედიის შედეგების განხილვაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა", - განაცხადა მარგველაშვილმა.