,,ჩვენ მომავალში უნდა გადავხედოთ ჩვენს მიდგომებს", _განაცხადა ჟურნალისტებთან თეა წულუკიანმა არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომელმაც ვლადიმერ ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად გაათავისუფლა.
,, ეს შუამდგომლობა და საპროცესო შეთანხმების პირობები დაამტკიცა მოსამართლემ, აქედან გამომდინარე დიდი გასაქანი როგორც გუშინაც ვთქვი მთავარ პროკურატურას არ აქვს, რომ ეს გადაწყვეტილება გადაისინჯოს. Oერთადერთი რამ არის აქ მთავარი, არავინ ეჭვ ქვეშ არ აყენებს იმას, რომ შუამდგომლობა, რა თქმა უნდა, იყო გარკვეულწილად დასაბუთებული, ახსნილი. ეს არის ძალიან ვრცელი შუამდგომლობა, რომელიც მას შემდეგ ვნახე, რაც სასამართლოში იქნა შეტანილი, მაგრამ მე რომ ვყოფილიყავი იმ წუთში გადაწყვეტილების მიმღები იმ იმუნიტეტის ხარისხს რაც ბედუკაძემ მიიღო შევამცირებდი თუნდაც პირობით სასჯელზე მოხდებოდა შეთანხმება, მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა. ჩვენ მომავალში უნდა გადავხედოთ ჩვენს მიდგომებს", _განაცხადა თეა წულუკიანმა.