რუსეთის ფედერაცია უარს არ ამბობს ირანისთვის "ს-300" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მიწოდებაზე. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
"რუსეთი გაგრძელებს კონტრაქტის შესრულებას, რომელიც მას ირანთან აქვს დადებული და რომელიც "ს-300" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მიწოდებას ითვალისწინებს, თუმცა მანამ აუცილებელია რიგი საკითხების მოგვარება", _ განაცხადა ლავროვმა.