პორტუგალიის არქიპელაგ მადეირაზე წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა.
"ჩვენ დაგვეღუპა 40 ადამიანი, მაგრამ ეს არ არის საბოლოო მონაცემები. ჩვენ გავაგრძელებთ დაღუპულთა ცხედრების ძებნას", - ამის შესახებ რეგიონალური მთავრობის წარმომადგენელმა ფრანშიშკუ რამუშმა განაცხადა.
ადგილზე იმყოფება პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ჟოზე ცორკაშეტი.
კუნძულზე უკვე ჩავიდა მაშველების ჯგუფი პორტუგალიიდან.
წინასწარი მონაცემებით, საცხოვრებელი პირობების გარეშე დარჩენილია 250-ზე მეტი ადამიანი.