გაზეთ Financial-ისა და Global Idea-ს მიერ ორგანიზებული ბიზნეს დაჯილდოებაზე „ოქროს ბრენდი 2013"-ზე "თიბისი ბანკი" დასახელდა, გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო კორპორატიული ბრენდი" .
გარდა ამისა, ბიზნესდაჯილდოების ცერემონიაზე "თიბისი ჯგუფმა" მიიღო „ოქროს ბრენდის" ჯილდოები ნომინაციებში:
საუკეთესო ბრენდი სწრაფი გადახდის კომპანიებს შორის - TBC Pay
საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბრენდი - თიბისი ბანკის შვილობილი კომპანია, „ბანკი კონსტანტა"
„ოქროს ბრენდი" ყოველწლიური ბიზნესდაჯილდოებაა , რომელიც საქართველოს სავაჭრო პალატისა და ამერიკის სავაჭრო პალატის მონაწილეობით ხორციელდება. მისი შედეგები 200-მდე ექსპერტის შეფასებებზე დაყრდნობით ვლინდება.
„ერთდროულად 3 ნომინაციაში გამარჯვება თიბისი ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი წარმატება და განსაკუთრებული სტიმულია. მიხარია , რომ იმ კომპანიების დიდი ნაწილი , რომლებმაც დღეს სხვადასხვა ნომინაციებში დაიმსახურეს ეს ჯილდო , სწორედ თიბისი ბანკის კლიენტები არიან" - - განაცხადა "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა , ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
„ოქროს ბრენდის" დაჯილდოება წელს თბილისში უკვე მერვედ გაიმართა. წელს , ‘"ოქროს ბრენდის" დაჯილდოების ცერემონიას ასზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი , ბიზნეს წრეებთან დაკავშირებული ადამიანები და საქართველოში აკრედიტებული ელჩები ესწრებოდნენ.