დღეს, 18 აპრილს, თბილისში ირანის თავისუფალი სავაჭრო-ინდუსტრიული ზონების გამოფენის ფარგლებში საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, გიორგი პერტაია ირანის საელჩოს ესტუმრება, სადაც ირანის ბიზნესდელეგაციას საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციას წარუდგენს.
ირანის ისლამური რესპუბლიკის თავისუფალი სავაჭრო-ინდუსტრიული ზონების შესაძლებლობების გამოფენა 17 აპრილს სპორტის სასახლეში გაიხსნა. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია საქმიანი შეხვედრები და ირანის თავისუფალ ზონებში საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია.