„ინტერ რაო"-ს წარმომადგენელმა ილნარ მირსიაპოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კომპანია საქართველოსა და სომხეთში საკუთარი აქტივების გაყიდვას არ გეგმავს.
„საქართველოსა და ჩვენს წარმომადგენლებს შორის გრძელვადიანი მემორანდუმი გაფორმდა, რაც არის გარანტი იმისა, რომ „ინტერ რაო" საქართველოში საკუთარ აქტივებს არ გაყიდის", - განაცხადა ილნარ მირსიაპოვმა.
მირსიაპოვის განცხადებით, კომპანიას სომხეთთან ფინანსური დავალიანების გამო პრობლემა აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა „ინტერ რაო" სომხეთის აქტივების გაყიდვასაც არ გეგმავს. ამჟამად კომპანია პარტნიორს ეძებს, რომელიც სომხური დავალიანების პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება.