ფინანსთა სამინისტროსა და "PEMPAL BCoP"-ის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საბიუჯეტო სექტორის წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის სასწავლო ვიზიტი იწყება. ვიზიტის თემაა - "ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში დანერგილი IT სისტემები - საქართველოს მაგალითი".
ვიზიტის პირველ დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" სამუშაო შეხვედრა გაიხსნა, რომელშიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის, სახაზინო, საფინანსო-ანალიტიკური სამსახურებისა და აღმოსავლეთ ევროპის საბიუჯეტო სექტორის წარმომადგენლები: ალბანეთიდან, ბოსნია-ჰერცოგოვინადან, მაკედონიიდან, სერბეთიდან, სლოვენიიდან, ხორვატიიდან - მონაწილეობენ.
როგორც ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი თაბუაშვილი განმარტავს, მათი საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი ფინანსთა სამინისტროს მიერ საბიუჯეტო სისტემის, ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის ელექტონული პროგრამის გაცნობაა.
თაბულაშვილის განმარტებით, "PEMPAL"-ი მსოფლიო ბანკის ინიციატივით მოქმედი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო ფინანსების მართვის სფეროში მოხელეთა შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება-გაღრმავებას და ასევე მომავალი თანამშრომლობის განმტკიცებას.
"ეს არის მსოფლიო ბანკის ინიცატივით მოქმედი ე.წ. სახელმწიფო მართვის პროგრამა, რომელშიც გაერთიანებულნი არიან აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი სსრკ-ს ქვეყნები. ისინი პერიოდულად იზიარებენ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას. ამ შემთხვევაში სტუმრები გვყავს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ძირითადად დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან, რომლებიც გაეცნობიან საქართველოს საბიუჯეტო სისტემის მუშაობის პრინციპებს"- განმარტავს თაბუაშვილი.
მინისტრის მოადგილის თქმით, სახელმწიფო ფინანსების მართვის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმებიო უკვე გაატარა.
"სახელმწიფო ფინანსების მართვის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმებიო გაატარა. დაინერგა ახალი საინფორმაციო ტექნლოგიები და საქართველოს რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად ითვლება ამ მიმართულებით"- აღნიშნა თაბუაშვილმა.
თავად პროგრამა შედგება საჯარო ფინანსების მართვის, სახაზინო, საბიუჯეტო და შიდა აუდიტის სფეროში მოღვაზე სამუშაო ჯგუფებისგან.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის თებერვალში, თბილისში გაიმართა TCoP-ის სემინარი. ფორუმზე ხაზინაში დანერგილმა ელექტრონულმა სისტემამ და ზოგადად, ფინანსთა სამინისტროს მიერ დანერგილმა IT სისტემებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. იმავე წელსვე, სლოვენიაში BCoP-ის ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება სასწავლო ვიზიტის საქართველოში ჩატარების თაობაზე.