დღეს,16 აპრილს, 10:00 საათზე, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი," საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის პროგრამა „PEMPAL"-ის თანამშრომლობის ფარგლებში, იხსნება საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ საბიუჯეტო სექტორის წარმომადგენლები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საბიუჯეტო სექტორის წარმომადგენლებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის საქართველოში ვიზიტი თემაა - „ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში დანერგილი IT სისტემები - საქართველოს მაგალითი"