პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ასე არ უნდა საუბრობდეს", - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ პრეზიდენტის სტრასბურგში გამოსვლის შეფასებისას და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ქვეყნის პირველი პირის გამოსვლას არ გავდა.
,,სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა არ გავდა პრეზიდენტისა და ქვეყნის პირველი პირის გამოსვლას. მეჩვენებოდა, რომ ის მიტინგზე იყო, თითქოს ელაპარაკებოდა თავის ამომრჩეველს და მომიტინგის პოზაში უფრო იყო, ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტის. სააკაშვილი. როგორც ჩანს, მტკივნეულად აღიქვამს მისი პოლიტიკიდან, თუ პრეზიდენტობიდან წასვლას და მისი განცდა, ემოცია ეტყობოდა გამოსვლას. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ასე არ უნდა საუბრობდეს", -განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი სტრასბურში ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა.